Log inSign up free
  • Home
  • Jobs
    • Applications
    • Career
    • Resume
    • Cover letters
  • Content
    • Posts
    • Media
  • Messages
  • Analytics
    • Overview
    • Pages
  • Builder
    • Templates
  • More tools
    • Profile
    • Hiring
  • Settings
All jobs
TBTBCBANK logo

TBCBANK

ბათუმი, ge

იურისტ - ადმინისტრატორი (კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი).

FULL TIME

სამუშაო პოზიციის ბიზნეს-ამოცანა:

  • კლიენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი
  • საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გასაცემად ან/და ცვლილების უზრუნველსაყოფად, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება
  • საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის ან/და ცვლილების ეტაპის ადმინისტრირება
  • საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის შემდეგ, შესასრულებელი სამართლებრივი პირობების აღრიცხვა და მონოტორინგი

მთავარი ფუნქციები:

საკრედიტო პროდუქტების დამტკიცების, გაცემის ან/და ცვლილების და შემდგომის მონიტორინგის ეტაპზე:

  • კლიენტისგან მიღებული და საჯარო წყაროებიდან მოპოვებული, კლიენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის სამართლებრივი ანალიზი, კანონმდებლობასთან და  ბანკის სტანდარტებთან/ინსტრუქციებთან შესაბამისად
  • სადამფუძნებლო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისგან დამატებითი იურიდიული დოკუმენტაციის მოთხოვნა
  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება კანონმდებლობასთან, ბანკის სტანდარტებთან/ინსტრუქციებთან შესაბამისად
  • კლიენტის მიერ სესხის გაცემამდე და სესხის გაცემის შემდგომ შესასრულებელი არასტანდარტული პირობების სამართლებრივად ჩამოყალიბება
  • საჭიროების შემთხევაში, კლიენტისთვის, საკრედიტო დოკუმენტაციის სამართლებრივი მუხლების განმარტება
  • საკრედიტო დოკუმენტაციაში, არასტანდარტული მუხლების შეთანხმება დელეგირებულ პირებთან  
  • საკრედიტო პროდუქტების პროგრამული რეგისტრაცია
  • საკრედიტო პროდუქტ(ებ) ის გაცემის ეტაპის ადმინისტრირება: საკრედიტო დოკუმენტაციის ხელმოწერის პროცესის მართვა; საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემა; ფაილინგი
  • კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტის გაცემის შემდგომი პირობების შესრულების მონიტორინგი, განახლებული სტატუსის აღრიცხვა და პროგრამული ცვლილება

დამატებითი ფუნქციები და მოვალეობები:

  • საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის გაცემის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების და გაცემის ეტაპზე, სხვადასხვა დეპარტამენტების, მათ შორის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების და კორპორატიული საკრედიტო ადმინისტრაციის, კოორდინაცია

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საბანკო (საკრედიტო) პროდუქტების და პროცედურების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
  • ბანკის პროგრამებთან  (ALTA: LMS, B2000) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საკრედიტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ენერგიული, ხალისიანი
  • აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • მოტივირებული
  • შედეგზე ორიენტირებული
  • აქვს გამოწვევებთან და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლიანი
  • აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • გუნდური
  • ინიციატივიანი და პროაქტიული
  • არის ცვლილებების მიმართ მოქნილი

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Pay
Not stated
Where
ბათუმი, ge
Work
Not stated
Type
Full time
Posted
4 Nov, 2026
Apply on the original postingSign in to apply

Unverified board

more at TBCBANK.

4 Nov, 2026

TBCBANK

მრჩეველი (რეზერვი) - ხაშურის ს/ც #1

TBTBCBANK logo
  • Full time

ხაშური, ge

Full time

Details
4 Nov, 2026

TBCBANK

დიჯითალ ოპერატორი - წყალტუბო

TBTBCBANK logo
  • Full time

წყალტუბო, ge

Full time

Details
4 Nov, 2026

TBCBANK

საკრედიტო ადმინისტრატორი - ოზურგეთის ს/ც #1

TBTBCBANK logo
  • Full time
  • Data & ML

ოზურგეთი, ge

Full time

Details

similar roles.

3 Nov, 2026

jci

Ingénieur support technique en systèmes sprinklers - IDF (H/F)

JCjci logo

    FRA MontignyLeBretonneu1, France

    Salary not listed

    Details
    3 Nov, 2026

    jci

    Ingénieur Support Avant-Vente Détection Incendie - Lyon (H/F)

    JCjci logo

      FRA Chassieu, France

      Salary not listed

      Details