Log inSign up free
  • Home
  • Jobs
    • Applications
    • Career
    • Resume
    • Cover letters
  • Content
    • Posts
    • Media
  • Messages
  • Analytics
    • Overview
    • Pages
  • Builder
    • Templates
  • More tools
    • Profile
    • Hiring
  • Settings
All jobs
TBTBCBANK logo

TBCBANK

თბილისი, ge

ასოცირებული კორპორატიული საოპერაციო ბანკირი - კორპორატიული ბიზნესი.

FULL TIME
  • კორპორატიული კლიენტების სრულყოფილი და მაღალი ხარისხით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • მომსახურების ხარისხის მაღალი დონის მისაღწევად ბანკისყველა სტრუქტურებთან კოორდინაცია;
  • კორპორატიული კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტების სრულყოფილების უზრუნველყოფა;
  • კლიენტების ბრუნვის და გადარიცხვების კონტროლი და შესაბამისი დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი თიბისი ჯგუფის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა;
  • უფლებათა მატრიცითა და ინსტრუქციებით განსაზღვრული საოპერაციო დავალებების შესრულება;
  • სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან თანამშრომლობა კლიენტებისათვის პროდუქტების და მაღალი ხარისხის მომსახურების სრულყოფილად მიწოდების უზრუნველსაყოფად;
  • საოპერაციო ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტისმათ შორის მინდობილობის ტექსტის და სხვადასხვა განაცხადების მომზადება, პასუხისმგებელ განყოფილებებთან შეთანხმება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციებთან დაკავშირებით კლიენტებთან კომუნიკაცია - პრობლემის გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
  • არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია;

 

  • უმაღლესი განათლება; 
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (აუცილებელია იურიდიული პირების მომსახურების კუთხით);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა; 
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა; 
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა; 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი მოტივაცია;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ფოკუსირებული;
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Pay
Not stated
Where
თბილისი, ge
Work
Not stated
Type
Full time
Posted
4 Nov, 2026
Apply on the original postingSign in to apply

Unverified board

more at TBCBANK.

4 Nov, 2026

TBCBANK

მრჩეველი (რეზერვი) - ხაშურის ს/ც #1

TBTBCBANK logo
  • Full time

ხაშური, ge

Full time

Details
4 Nov, 2026

TBCBANK

დიჯითალ ოპერატორი - წყალტუბო

TBTBCBANK logo
  • Full time

წყალტუბო, ge

Full time

Details
4 Nov, 2026

TBCBANK

საკრედიტო ადმინისტრატორი - ოზურგეთის ს/ც #1

TBTBCBANK logo
  • Full time
  • Data & ML

ოზურგეთი, ge

Full time

Details

similar roles.

31 Oct, 2026

Dollartree

Assistant Manager I

DODollartree logo
  • Temporary

40246-North Battleford, Canada

Temporary

Details
1 Nov, 2026

Dollartree

Assistant Manager II

DODollartree logo
  • Temporary

40032-Duncan, Canada

Temporary

Details
4 Nov, 2026

Valmar

Support Worker - Disability Operations - Yass SIL Group Home

VAValmar logo

    Comur Group Home, Australia

    Salary not listed

    Details
    4 Nov, 2026

    Roche

    患者解决方案经理 - 血液

    RORoche logo

      Zhengzhou

      Salary not listed

      Details
      4 Nov, 2026

      Roche

      Diabetes Solution Manager

      RORoche logo

        Norway

        Salary not listed

        Details