Log inSign up free
  • Home
  • Profile
  • Jobs
    • Applications
    • Career
    • Resume
    • Cover letters
  • Content
    • Posts
    • Media
  • Messages
  • Analytics
    • Overview
    • Pages
  • Portfolio
  • More tools
    • Hiring
  • Settings
All jobs
TBTBCBANK logo

TBCBANK

ბათუმი, ge

კორპორატიული ბანკირი - კორპორატიული ბიზნესი (ბათუმი).

FULL TIME

· შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და აღნიშნულის მიხედვით გააკეთებ მათზე მორგებულ შეთავაზებებს;

· მუდმივად შეინარჩუნებ კორპორატიული კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, უზრუნველყოფ მათ მომსახურებას ოპერატიულად და ეფექტურად;

· მუდმივად იკომუნიცირებ არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან და იზრუნებ მათზე მორგებული დივერსიფიცირებული პროდუქტების შეთავაზებაზე/მომსახურებაზე;

· იქნები კლიენტების ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი საბანკო/ფინანსურ საკითხებში;

· დააკომპლექტებ გუნდს საჭირო კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით;

· მკაფიოდ განსაზღვრავ თანამშრომლების ფუნციებს და მათ როლებს, ასევე ეფექტურად გადაანაწილებ მიმდინარე საქმეებს;

· შეაფასებ გუნდის წევრების მუშაობის ხარისხს, გამოხატავ მხარდაჭერას მათ მიმდინარე საქმიანობაში და მუდმივად იზრუნებ განვითარებაზე;

· იზრუნებ, საკრედიტო, სადეპოზიტო და სხვა საბანკო პროდუქტების პორტფელის ხარისხზე, რაოდენობრივ და მომგებიანობის ზრდაზე;

· აქტიურად იქნები ჩართული პროექტების დამუშავებაში და საკრედიტო კომიტეტთან წარდგენაში;

· უზრუნველყოფ ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერ კოორდინაციას;

· კვარტლისა და წლის ჭრილში მონაწილეობას მიიღებ პორტფელის დაგეგმვის პროცესში, უზრუნველყოფ გეგმის ეფექტურ შესრულებას.

· უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (CFA ან/და MBA ჩაითვლება უპირატესად);

· ბანკში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;

· ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

· საოფისე პროგრამების ცოდნა;

· ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;

· საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;

· საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების ცოდნა.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Pay
Not stated
Where
ბათუმი, ge
Work
Not stated
Type
Full time
Posted
22 Oct, 2026
Apply on the original postingSign in to apply

Unverified board

more at TBCBANK.

22 Oct, 2026

TBCBANK

ანალიტიკოსი - ავტოინდუსტრიის, ჯანდაცვისა და მძიმე მრეწველობის სექტორი

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
22 Oct, 2026

TBCBANK

სივრცის კონსულტანტი - სანზონის ს/ც 1

TBTBCBANK logo
  • Full time

თბილისი, ge

Full time

Details
22 Oct, 2026

TBCBANK

მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი - თელავის ფილიალი

TBTBCBANK logo
  • Full time

თელავი, ge

Full time

Details

similar roles.

22 Oct, 2026

Steadfast Health

Licensed Clinical Therapist - SUD

SHSteadfast Health logo

    $70k–80k/mo

    Shaker Heights, Ohio

    Details
    23 Oct, 2026

    Bungie

    Character Artist

    BUBungie logo
    • On-site

    United States +2

    On-site

    Details
    22 Oct, 2026

    keystonelife.com

    Salt Company Resident (Female)

    KCkeystonelife.com logo

      Ankeny, Iowa

      Salary not listed

      Details
      22 Oct, 2026

      Strive Pharmacy

      Sterile Compounding Pharmacy Technician (Weekday, Overnight)

      SPStrive Pharmacy logo

        $28–29/hr

        Gilbert, AZ

        Details
        21 Oct, 2026

        biomar.com

        Pasante de Bodega

        BCbiomar.com logo
        • Remote

        BioMar Ecuador Duran, Ecuador

        Remote

        Details
        21 Oct, 2026

        Clarkston Consulting

        Consultant - Business Analyst

        CCClarkston Consulting logo
        • Full time

        Raleigh +2

        Full time

        Details